ჩემი პროექტი არის მე-6 კლასის მოსწავლეებისათვის.
პროექტის თემა არის - ფრინველების მიმოფრენა.
ფრინველების მიმოფრენა ბევრი საიდუმლოებებით მოცული სეზონური მოვლენაა.ზოგი ფრინველი ცალკე მიფრინავს,ზოგი გუნდებად, ზოგი -ახლოს,ზოგი შორს.ყოველწლიურად ფრინველები ისტორიულად გამოცდილი მარშრუტით მიფრინავენ და ;;წინაპრების" გაკვალულ გზას იმეორებენ. გამოზამთრების სემდეგ კი იმავე გზით ,,სახლში" ბრუნდებია. მიმოფრენით ფრინველები სასიცოცხლო პირობებს ეგუებიან. მათ ცხოვრებაზე დაკვირვება და ზრუნვა ბევრ ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარების საშუალება ხდება. ტურისტებს საშუალება აქვთ ბუნებაში დააკვირდნენ ფრინველთა ქცევას, გადაუღონ ფოტოები,ჩაიწერონ მათი გალობა. ამ გზიტ ადამიანები ფრინველებსაც იცავენ და ქვეყნის ბიუჯეტშიც თანხა შედის.
პროექტის მომზადებისას ბავშვებმა უნდა გამოიკვლიონ:
- ვინ არის საქართველოში დაინტერესებული (პირი, ორგანიზაცია) ფრინველთა დაცვით.
- ჩვენი წინაპრები შავარდნის ან მიმინოს მოთვინიერებას საკუთარ მეთოდებს იყენებდნენ. თუ იციან როგორ და რატომ ათვინკერებნენ მათ?
- დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ზოლი და კოლხეთის დაბლობი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მიმომფრენი ფრინველების დასასვენებელ დერეფანს წარმოადგენს.იქ მრავალი სახის ფრინველია გავრცელებული.ვთხოვოთ ბავშვებს იფიქრონ თუ შეიძლება ჩვენთანაც განვითარდეს ფრინველთა ეკოტურიზმი და ამ იდეის პოპულარიზაციისთვის მათ რისი გაკეთება შეუძლიათ.
- პროექტის შესრულებისას მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას წითელ წიგნში შეტანილი მიმომფრენი ფრინველების შესახებ.
- მოხდეს პროექტის პრეზენტაცია, ისტ-ის გამოყენებით.
ძალიან საინტერესო და სახალისო სამუშაო იქნება, ნინო. წარმატებებს გისურვებთ :-)
ReplyDeleteშემოქმედებითი საქმიანობაც რომ ჩართო? მაგალითად ,შეგროვილი ფოთლებით გააკეთონ ჰერბარიუმები?
ReplyDeleteიდეა საინტერესოა
ReplyDelete